თინა ხიდაშელი – მათზე პირადი სანქციები კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ გასაკეთებელია

ავტორი
Front News საქართველო
იციან, რომ გარდაუვალია ძალიან მძიმე შედეგი, ამიტომ ახლა, მათ საყვარელ ენაზე რომ ვთქვა – სტო პირიოდს იჭერენ, რომ ხვალ და ზეგ თავისი ამომრჩევლისთვის სათქმელი ჰქონდეთ, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, კობახიძეს ჰგონია, რომ ხვალ და ზეგ ვითარება, რომ შეიცვლება ყველაფერი ივანიშვილს დაბრალდება და არა მას.
“ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ 29 აპრილის გამო ხვალ და ზეგ ვითარება რომ შეიცვლება, ყველაფერი ივანიშვილს დაბრალდება და მას არაფერი არ შეეხება, მუდამ ექნება სათქმელი, რომ მე რა ვქნა, ხომ ნახეთ, იმან როგორ ილაპარაკა და ჩვენ უბრალოდ ამას ვიმეორებდით, ეს ასე არ იქნება, ასე არ ხდება. ის ამ წერილით ჩვეულებრივი მოღალატეობრივ აქტს ჩადიოდა, ის ღალატობდა ამ ქვეყნის ყველაზე უფრო მთავარ უსაფრთხოების ინტერესებს. იციან, რომ გარდაუვალია ძალიან მძიმე შედეგი, ამიტომ ახლა, მათ საყვარელ ენაზე რომ ვთქვა – სტო პირიოდს იჭერენ, რომ ხვალ და ზეგ თავისი ამომრჩევლისთვის სათქმელი ჰქონდეს, რომ თვითონ ხომ მაინც მაგრად იომეს, ყველას ყველაფერი აკადრეს, ყველას ყველაფერი უთხრეს, არაფრად დაგიდევენ არც სანქციებს.
მე, პირადად, ფინანსური დახმარება რომ შეჩერდეს ან დაპაუზდეს, ამის მომხრე არ ვარ, იმიტომ, რომ ეს საბოლოო ჯამში, მოსახლეობაზე აისახება ცუდად, მათზე პირადი სანქციები კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ გასაკეთებელია, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მათზე მოახდენს გავლენას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი




