თინა ხიდაშელი – მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, განაჩენის გამოცხადების ღამესვე შევიწყალებდი ნიკა გვარამიას

ავტორი
Front News საქართველო
მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვყოფილიყავი, განაჩენის გამოცხადების ღამესვე შევიწყალებდი ნიკა გვარამიას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, შეწყალებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა რეზონანსული იქნება თუ ეს შეწყალება ახლა ევროკომისიის ანგარიშის ფონზე მოხდება.
“მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვყოფილიყავი განაჩენის გამოცხადების ღამესვე შევიწყალებდი ნიკა გვარამიას, პირდაპირი მნიშვნელობით, იმ ღამესვე. შეიძლება, ტექნიკურად დალოდებოდი განაჩენის დაწერას, რომ ვინმე არ შემოგედაოს, რა იცი, რაზე იწყალებ, ჯერ განაჩენი არ გინახავსო.
მეორე ვერსია იყო 26 მაისი, თუ სიმბოლიზმი გვინდოდა მიგვენიჭებინა, მაშინ 26 მაისს უნდა მომხდარიყო შეწყალება. ახლა, მე ვიტყოდი, რომ არის კიდევ ერთი ვერსია. დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთან მიმართებით. სადაც რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ნიკა გვარამიას დაკავებაზე. უკვე ამ დასკვნის ფონზე, შევიწყალებდი ნიკა გვარამიას.
შეწყალებას არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ მომენტს ვეძებ, რომელიც უფრო დიდი შედეგის მატარებელი იქნება, ვიდრე უბრალოდ ნიკას გათავისუფლება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი




