თინა ხიდაშელი – ოკუპაციის კანონი ვერ იქნება საკმარისი ამ ვითარებაში, აუცილებლად უნდა აღვადგინოთ სავიზო რეჟიმი

ავტორი
Front News საქართველო
ოკუპაციის კანონი ვერ იქნება საკმარისი ამ ვითარებაში, აუცილებლად უნდა აღვადგინოთ სავიზო რეჟიმი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ის არგუმენტი, რომ სავიზო რეჟიმი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააუქმა, ვერ გამოდგება, რადგან დღეს პრინციპულად განსხვავებული ვითარებაა.
“ვემიჯნები და წინააღდეგი ვარ, რომ რაიმე ქსენოფობიური გადაწყვეტილებები მიიღოს საქართველოს მთავრობამ. არსებობს მარტივი მექანიზმი, რომელსაც ასეთ ვითარებაში სახელმწიფოები მიმართავენ ხოლმე, ეს არის სავიზო რეჟიმი, რაც იძლევა სწორედ იმის შესაძლებლობას, რომ წინასწარი შემოწმების საფუძველზე გაიცხრილოს და გაირკვევს ვის უნდა ქონდეს უფლება შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, და ვის არა. კარგია, რომ ოკუპაციის კანონი გვაქვს, ცუდია, რომ ფრაგმენტულად გვახსენდება, თუმცა ოკუპაციის კანონი ვერ იქნება საკმარისი ამ ვითარებაში, უიცილებლად უნდა აღვადგინოთ სავიზო რეჟიმი.
ეს განცხადებები იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაუქმდა სავიზო რეჟიმი და ისინი როგორ გვედავებიან, ამ უსაზღვრო უტვინობას ბოლო უნდა მოეღოს. მაშინაც არ მესმოდა რატომ გააუქმეს სავიზო რეჟიმი და არ ვეთანხმებოდი ამ გადაწყვეტილებას და დღესაც მგონია, რომ არასწორი იყო. იმის მიუხედავად, რა მოხდა 2008-2011 წლებში, დღეს პრინციპულად განსხვავებული ვითარებაა და სხვა ხელისუფლებაა. ეს ხელისუფლება თვითონ კი არ მოქმედებს საკუთარი ინიციატივებით ქვეყნის გადასარჩენად, არამედ მოქმედებს ვიღაცის ჯინაზე. როდესაც “ვიღაცის ჯინაზე პოლიტიკა“ გაქვს ქვეყანაში, მერე უკვე ვართ ამ უბედურებაში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი




