Logo

თინა ხიდაშელი – ყოველთვე იყო გამოცხადებული ვადები, მაგრამ ხელისუფლებას ეს სამარცხვინო ღალატის აქტი ჰქონდა დაგეგმილი

პოლიტიკა
760
Frontnews image description

ამ პროექტში ჩინური კომპანიის მოსვლა ნიშნავს, რომ ვალს აიღებენ ჩინური ბანკიდან, იმ 51%-ს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია დღეს ჩადებენ ვალის გარანტად და თუ ვალს ვერ გადავიხდით მთლიანად წაიღებს პორტს ჩინეთის სახელმწიფო, – ამის შესახებ  ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ივანიშვილის გეგმაა, რომ საქართველო დააშოროს დასავლეთსა და ევროკავშირს.

 

“საქართველოს მთავრობას, რომ ფული არ აქვს, ეს ყველამ ვიცით. ამ პროექტში ჩინური კომპანიის მოსვლა ნიშნავს იმას, რომ ვალს აიღებენ ჩინური ბანკიდან, იმ 51%-ს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია დღეს ჩადებენ იმ ვალის გარანტად და თუ ვალს ვერ გადავიხდით მთლიანად წაიღებს პორტს ჩინეთის სახელმწიფო.

 

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თებერვალი, მარტი, აპრილი – ყოველთვე იყო გამოცხადებული ვადები იმისი, რომ პროექტის გამარჯვებული გამოვლენილიყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ეს სამარცხვინო ღალატის აქტი ჰქონდა დაგეგმილი. 

 

როგორც ჩანს, გეგმა აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ ყველაფერი გააკეთოს ისე, რაც გააღიზიანებს დასავლეთს, რაც დაგვაშორებს ევროკავშირთან და ნატოსთან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები