თინა ხიდაშელი – როდესაც ქუჩაში ადამიანების წამებით არიან დაკავებული, როდესაც იტაცებენ ადამიანებს, ასეთ ხალხს ხელისუფლებად არავინ აღიარებს


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ქუჩაში ადამიანების წამებით არიან დაკავებული, როდესაც იტაცებენ ადამიანებს, ასეთ ხალხს ხელისუფლებად არავინ აღიარებს, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც არ უნდა ისაუბროს ირაკლი კობახიძემ, ზეწოლა დასავლეთიდან მაინც იქნება.
“ხელისუფლებასთან, როგორც კეთროვანთან ისეც კი არ ურთიერთობენ, არა თუ ცივილიზებულად. მომავალ კვირას ყველაფერი გაირკვევა, 27 მარტს არის MEGOBARI act განხილვა დანიშნული, დღის წესრიგში ოფიციალურადაა დამტკიცებული ეს საკითხი და იმედი მაქვს, მსოფლიოში ისეთი არაფერი მოხდება კიდევ, რომ ამან გადასწიოს პროცესი. ეს არის გარდაუვალი იმიტომ, რომ არსებობს თემები და რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, ისინი უბრალოდ ვერ აცდებიან შეზღუდვებს.
როდესაც ქუჩაში ადამიანების წამებით არიან დაკავებული, როდესაც იტაცებენ ადამიანებს, ასეთ ხალხს ხელისუფლებად არავინ აღიარებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი