Logo

თინა ხიდაშელი – საბედნიეროდ, ის მაინც არ ჩაწერეს, რომ რუსეთს ვეხმარებით ომის წარმოებაში

პოლიტიკა
11.07.2024 / 14:19
Frontnews image description

საბედნიეროდ, ის მაინც  არ ჩაწერეს, რომ რუსეთს ვეხმარებით ომის წარმოებაში და რომ რუსეთის მხარეს ვართ. ეს უკვე პროგრესია, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

 

“ახლა ბუქარესტის ჩანაწერიც აღარ გაიმეორეს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის სანქცირებული ნატოს წევრი სახელმწიფოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის მიერ. გაყინულია სამხედრო დახმარება სხვადასხვა წყაროებიდან, შესაბამისად, ძალიან რთულია ამ ვითარებაში ნატოს, როგორც ამ ქვეყნების ორგანიზაციებისგან ჰქონდეს რაიმე მოლოდინი პოზიტიური ნაბიჯების. 

 

საბედნიეროდ, ის მაინც არ დაგვაბრალეს და არ ჩაწერეს, რომ რუსეთს ვეხმარებით ომის წარმოებაში და რომ რუსეთის მხარეს ვართ. ეს უკვე პროგრესია, შეიძლებოდა ესეც კი მიგვეღო, ამიტომ ეს სიცარიელე ტოვებს იმედს, რომელიც ვაშინგტონის დეკლარაციაშია, რომ შესაძლოა, შემდეგი სამიტით ძველ ნიშნულზე დავბრუნდეთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

ნატოს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. დოკუმენტში წერია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი “მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული”.

Advertisement