თინა ხიდაშელი – სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ განცხადებებით ვერ შემოიფარგლება, ქმედებებია განსახორციელებელი


ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ განცხადებებით ვეღარ შემოიფარგლება, მან უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, – ამის შესახებ Front News-ს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტს დღეს აქვს შესაძლებლობა ქვეყნის პრესტიჟი და მომავალი გადაარჩინოს.
“სალომე ზურაბიშვილს დღეს აქვს მთავარი ამოცანა, მას შეუძლია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი პრესტიჟი გადაარჩინოს და აჩვენოს, რომ „ქართული ოცნების“ ხაზი არ არის ერთადერთი პოლიტიკური ხაზი ქვეყნის ხელისუფლებაში.
გასაგებია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი „ოცნების“ მიერ იყო დასახელებული. საერთოდაც, “ოცნების” ლიდერების გამოსახულებიანი პლაკატებით გახდა პრეზიდენტი, მაგრამ ასევე სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა აღარ არსებობს.
მას აქვს შანსი, აჩვენოს, რომ ხელისუფლებაში არსებობს სხვა პოლიტიკური ორიენტირებიც.
განცხადებები რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ის მომენტია, როდესაც მხოლოდ განცხადებებით ვერ შემოიფარგლება, ელემენტარული ქმედებებია განსახორციელებელი, რაც მას შეუძლია, პრეზიდენტი ვერც საკონსტიტუციო ცვლილებას და სასამართლო რეფორმას ვერ განახორციელებს, ეს გასაგებია, მას შეუძლია ნიკა გვარამია გაუშვას ციხიდან. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური აქტი იქნება იმის სადემონსტრაციოდ, რომ ამ ქვეყანის ხელისუფლებაში ვიღაცისთვის მაინც მნიშვნელობა აქვს კანონს და ყველაფერი მხოლოდ პოლიტანგარიშსწორებაზე არ არის დამყარებული. ვის მოსწონს და ვის არა ნიკა გვარამია, ეს არაფერ შუაშია, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ საჩქაროდ ბრუნდება საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.
თაგები:
თინა ხიდაშელი

სალომე ზურაბიშვილი – ასეთი უდროო ვიზიტი კრიზისს ვერ მოაგვარებს, ამის გაკეთება მხოლოდ არჩევნებს შეუძლია

თინა ბოკუჩავა – ჩემი აზრით, მოლოდინი მოქალაქეებში იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალ სტრატეგიებს დასახავდა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოვისმინეთ

სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი სიტყვა თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად