თინა ხიდაშელი – საქართველო არ შეიძლება იყოს აშშ-ის პარტნიორი და იმავდროულად იყოს ჩინეთის და ირანის პარტნიორი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო არ შეიძლება იყოს აშშ-ის პარტნიორი და იმავდროულად იყოს ჩინეთის და ირანის პარტნიორი, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არ შეიძლება იყოს აშშ-ის პარტნიორი და იმავდროულად სისტემურად აყალბებდეს არჩევნებს.
“როდესაც ხელი მოვაწერეთ უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას, ზუსტად ასეთი ბიუროკრატიული იყო ევროკავშირი, ზუსტად ასეთი კანონები ჰქონდათ, ფუნდამენტურად ან მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა ევროკავშირში. მაშინ ჩვენ მოგვცეს უვიზო მიმოსვლის უფლება, მოგვანიჭეს პრივილეგია იმიტომ, რომ ჩაითვალა, რომ საქართველო იდგა განვითარების სწორ გზაზე, საქართველოს საზღვრები ყალიბდებოდა სანდოდ და რაღაც მოხდა, ხომ ამ 10 წელში, რის გამოც კითხვა დაისვა – სწორია თუ არა დღეს ამ გადაწყვეტილების შენარჩუნება და სხვაგვარად უნდა იმოქმედოს თუ არა ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით.
საქართველო არ შეიძლება იყოს აშშ-ის პარტნიორი და იმავდროულად სისტემურად აყალბებდეს არჩევნებს, საქართველო არ შეიძლება იყოს აშშ-ის პარტნიორი და იმავდროულად იყოს ჩინეთის და ირანის პარტნიორი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი