Logo

თინა ხიდაშელი – შეიარაღების მიწოდებისა და სამხედრო ოპერაციებში დახმარების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას

პოლიტიკა
20.04.2022 / 00:15
Frontnews image description

შეიარაღების მიწოდებისა  და სამხედრო ოპერაციებში დახმარების გარეშე უკრაინა  ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას,  –  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, დასავლეთი  კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს უკრაინაში რუსეთის შესაჩერებლად.    

 

“როდესაც გერმანიის კანცლერი შოლცი აცხადებს,  რომ ვერ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას უკრაინაში,  შეიარაღების მიწოდების გარეშე  და სამხედრო ოპერაციებში დახმარების გარეშე ვერ შეძლებს უკრაინა რუსეთის დამარცხებას.  ფიზიკურად, ადამიანური რესურსი არ ეყოფა უკრაინას იმისთვის, რომ მარტო გაუმკლავდეს ამ მონსტრს, აღარ ვამბობ ახლა იმას, რომ საქართველო ვერ შეძლებდა  2008 წელს, რომელიც ფიზიკურად კიდევ უფრო პატარა ქვეყანა არის, ამ ამოცანის გადაწყვეტას მთელი მსოფლიოსთვის.

 

თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ თავდაცვითი იარაღით დაამარცხებს უკრაინა რუსეთს, ცდება, ეს შესაძლებელიც რომ იყოს, ეს იქნება უზარმაზარი მსხვერპლის ფასად“, – განაცხადა ხიდაშელმა.

Advertisement