
ავტორი
Front News საქართველო
თანამშრომლობა საქართველოსთანაც იმ მასშტაბისა და ფორმის იქნება, სადაც საქართველო იქნება აუცილებელი, მაგრამ ეს არ იქნება პარტნიორობა და თანამშრომლობა იმისათვის, რომ საქართველო გავიდეს სამშვიდობოზე, ეს იქნება იძულებითი თანამშრომლობა, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ საქართველოსთან არ ითანამშრომლებს იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირის წევრობისთვის.
“თანამშრომლობით ყველანაირ ძალასთან თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ არ არის ერთი რომელიღაც სახელმწიფო 200-იდან, რომ თავის თავს იმისი უფლება მისცეს, რომ ვინმესთან არ ითანამშრომლოს. ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს ჩინეთთანაც და თანამშრომლობს რუსეთთანაც. ეს თანამშრომლობა საქართველოსთანაც იმ მასშტაბისა და ფორმის იქნება, სადაც საქართველო იქნება აუცილებელი, მაგრამ ეს არ იქნება პარტნიორობა და თანამშრომლობა იმისათვის, რომ საქართველო გავიდეს სამშვიდობოზე, ეს იქნება იძულებითი თანამშრომლობა მხოლოდ იმ შეზღუდულ ფორმატებში, რომლის აუცილებლობაც დადგება რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო. თანამშრომლობა იქნება მხოლოდ იმ აუცილებელ მინიმალურ ფარგლებში, რომელსაც გეოპოლიტიკური რეალობა გამოიწვევს, თუმცა ეს არ იქნება პარტნიორული იმისათვის, რომ დაეხმარონ საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირის წევრობისთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს