თინა ხიდაშელი – თუ პირველი განხილვა გაიარა მან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კანონად იქცევა


ავტორი
Front News საქართველო
თუ პირველი განხილვა გაიარა მან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კანონად იქცევა, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კანონად როდის იქცევა, არის ერთმნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის.
“ამ კანონპროექტიდან რომელიმეზე განხილვის დაბრუნება უკვე იმას ნიშნავს, რომ ის კანონად იქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი შემადგენლობის კონგრესში ის განხილვაზე ვერ მოხდებოდა და კომიტეტის სხდომიდანვე უარყოფილი იქნებოდა.
თუ პირველი განხილვა გაიარა მან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კანონად იქცევა. ამ პროექტის განხილვიდან გადასვლა შემდეგ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, კალენდარში როდის მოუწევს მასზე კენჭისყრა და ფიზიკურად ის კანონად როდის იქცევა, არის ერთმნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის გარდაუვალი და მათ უნდა დაიწყონ მოქმედება თუ არ უნდათ, რომ ის უმძიმესი შედეგები, რომლებიც ამ კანონით არის გათვალისწინებული, დადგეს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.
თაგები:
თინა ხიდაშელი