თინა ხიდაშელი – ვფიქრობ, ისინი ამ მომენტს ელოდებოდნენ, რომ სრულიად ღიად და პირდაპირ ანტიევროპული რიტორიკა გააჩაღონ

ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, ისინი ამ მომენტს ელოდებოდნენ, რომ სრულიად ღიად და პირდაპირ ანტიევროპული რიტორიკა გააჩაღონ ქვეყანაში, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ჯგუფი შექმნილ ვითარებას “რუსულ სივრცეში ოფიციალურად და ფორმალურად დასაბრუნებლად“ გამოიყენებს.
“სახიფათი კია არა, დამანგრეველია “ქართული ოცნების” განცხადებები, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელი განცხადება, ჩემთვის ეს არის გახსნა იმ თემის, რაც დიდი ხანია, ეტყობა მათ წრეში იხარშება და დღეს უკვე საჯარო სივრცეში გამოიტანეს.
ვფიქრობ, ისინი ამ მომენტს ელოდებოდნენ, რომ სრულიად ღიად და პირდაპირ ანტიევროპული რიტორიკა გააჩაღონ ქვეყანაში.
ისინი ეცდებიან, რომ გამოიყენონ ეს მომენტი რუსულ სივრცეში ოფიციალურად და ფორმალურად დასაბრუნებლად,ეს არ ეხება „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს და მხარდამჭერს, მაგრამ ძირითადი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება, მათი მხრიდან გამოჩნდა გზავნილები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ მიდის, რომ თუ კი არ მოხდა გადაწყვეტილების მიღება ჩვენს სასარგებლოდ, ისინი ამას აუცილებლად გამოიყენეებ ანტიევროპული რიტორიკის უკვე ოფიციალური ტრიბუნებიდან გასაჟღერებლად“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი




