“თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, ისინი გვირჩევნია ჩვენ ტაძრებსაც კი”

ავტორი
Front News საქართველო
სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე მისული სასულიერო პირი მედიასთან აცხადებს, რომ ტაძრებს რუსები და ოსები ურჩევნია.
“ვუთხარით მოსახლეობას, რომ დღეს, ხედავთ, რომ ათასობით ადამიანი კვდება დღეში უკრაინაში, პალესტინაში და საქართველო არ უნდა გახდეს ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, ეს მსხვერპლი დაე, ჩვენსა, ოსებსა და რუსებს შორის ურთიერთობაში გახდეს არა დაპირისპირების სანთელი და კანდელი, არამედ მისი მსხვერპლი სოფელს ექცეს როგორც მფარველი.
მე ვფიქრობ, რომ თითოეული ასეთი მსხვერპლი უნდა იქცეს სანთლად ურთიერთობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენ ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ყველა შემთხვევაში გენაცვალე, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”, – აცხადებს სასულიერო პირი.





