
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გაერთიანებული კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის კანონპროექტს იხილავდნენ, მას შემდეგ დატოვა, როდესაც რატი იონათამიშვილმა მიმართა შეკითხვით, თუ საიდან მოიპოვა მან კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ბიუროს წევრებს დაეგზავნათ და ბიუროზე დარეგისტრირებული არ იყო.
ამ შეკითხვის საპასუხოდ თოლორაიამ სხდომა დატოვა, რა დროსაც იონათამიშვილი მის შეკითხვებს პასუხობდა, თუ როგორ წარმოედგინათ მათ, ამ უწყების ფუნქციონირება.
როგორც იონათამიშვილმა განმარტა, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორზეა საუბარი, ალბათ უკეთესი იქნება, კანონიერი გზით მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის მოპოვება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს