
ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საკითხს, ასევე, 12 რეკომენდაციის შესრულებას, მართლმსაჯულების რეფორმასა და სხვა საკითხებს.
“განვიხილეთ რამდენიმე პრობლემატური საკითხი, ის საკითხები და აუცილებელი რეფორმები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას ძალიან დაეხმარება. მე კიდევ ერთხელ დავსვი ნიკა გვარამიას საკითხი, რომელზეც პასუხი არ მიმიღია. ასევე მქონდა სურვილი მომენახულებინა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მასთან შესვლაზე უარი საქართველოს კანონმდებლობით იქნა ახსნილი”, – განაცხადა თომას ჰაკერმა.
თაგები:
ბუნდესტაგი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს