
ავტორი
Front News საქართველო
ჩაიკეტოს საზღვარი – ამ მოთხოვნით თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქცია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა ქართველმა თორნიკე გოგუაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმა.
აქციის მონაწილეები რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას, ბინადრობისა და ბიზნესის დარეგისტრირების უფლების შეზღუდვას მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორის თორნიკე გოგუაძის განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია.
“ეს არის ერთგვარი აქცია-ანონსი, არ მაქვს მოლოდინი, რომ პირველ ეტაპზე ასიათასიანი აქცია იქნება, მაგრამ ეს იქნება მკაფიო და გასაგები სიგნალი ყველასთვის.
ჩვენ არ ვართ დაკავშირებული არცერთ პარტიასთან, სცენაც კი არ გვაქვს, რადგან ამის რესურსი არ გაგვაჩნია. დავიქირავეთ დინამიკები და ჩვეულებრივი შემაღლებული ადგილიდან როგორც ხდება ხოლმე სახალხო შეკრებებზე, მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, დადგნენ ერთი იდეისა და მიზნის გარშემო – არა ოკუპაციას, არა ბორდერიზაციას და არა რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოსგან მოქალაქეების მიღებას”, – განაცხადა თორნიკე გოგუაძემ.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს