თორნიკე გორდაძე – უკრაინულ-ამერიკული შეთანხმება, რომელსაც რუსეთი უპირობოდ უნდა დათანხმებოდა, ფაქტობრივად, რუსეთმა ჩააგდო

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინულ-ამერიკული შეთანხმება, რომელსაც რუსეთი უპირობოდ უნდა დათანხმებოდა, ფაქტობრივად, რუსეთმა ჩააგდო, – ამის შესახებ პარიზის ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარმა თორნიკე გორდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპმა მიაღწია იმას, რომ თვითონ აღმოჩნდა ხაფანგში.
“რეალობა არის ის, რომ დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია არ ჩაატარა. ის პრესრელიზი, რომელიც გამოქვეყნდა, იყო საკმაოდ მშრალი და არანაირი დიდი შეთანხმება არ მომხდარა. ფაქტობრივად, რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წამოვიდა. ერთადერთი, რაც მათ დათმეს და ეს უფრო ჰგავდა მაშველი რგოლის გადაგდებას ტრამპის მიმართულებით, იყო, რომ 30 დღის განმავლობაში არ იქნება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა. თუმცა, რა შეუშლის რუსეთს ხელს, რომ დაბომბოს ესა თუ ის ობიექტი და გამოაცხადოს, რომ ეს იყო რეალურად, სამხედრო ობიექტი.
ამ საუბარს ბევრი ელოდა, თვითონ ტრამპმა შექმნა ძალიან დიდი მოლოდინები.
რუსეთი ფიქრობს, რომ ის არის ძალიან მოგებიან პოზიციაში. ტრამპმა მიაღწია იმას, რომ თვითონ აღმოჩნდა ხაფანგში, სადაც ამბობს, რომ შეთანხმება იქნება და რუსეთი კი არანაირ დათმობაზე არ მიდის. უკრაინულ-ამერიკული შეთანხმება, რომელსაც რუსეთი უპირობოდ უნდა დათანხმებოდა, ფაქტობრივად, რუსეთმა ჩააგდო”, – განაცხადა თორნიკე გორდაძემ.
თაგები:
თორნიკე გორდაძე




