
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მმართველი პარტია ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში იზიარებს და იცავს კონსტიტუციით გაწერილ ნორმებს და კონსტიტუციის დარღვევა, ღალატი და ფეხქვეშ გათელვა ძველი ხელისუფლების იყო დამახასიათებელი.
“პირველ რიგში ყველას მინდა მოგილოცოთ კონსტიტუციის დღე. ჩვენი სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია, ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს, იმ ნორმებს იცავს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც დაწერილია ჩვენი კონსტიტუციით. არც ერთ ჩვენ თანაგუნდელს, არც ერთ ჩვენ თანამდებობის პირს, ერთი წამითაც არ უფიქრია კონსტიტუციის ნორმებთან შეუსაბამობა.
რაც შეეხება, კონსტიტუციის დარღვევას, ღალატს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, ეს უნდა მოიკითხოთ ძველი ხელისუფლების პირობებში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით, როგორც პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომ შევძლოთ იმ ამოცანების შესრულება რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რომლის თაობაზე კონკრეტული პუნქტებით, კონკრეტული გეგმით პოლიტიკურმა საბჭომ უკვე გაავრცელა განცხადება“, – განაცხადა რიჟვაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს