Logo

თორნიკე რიჟვაძე – ვისაც არ ჰქონდათ ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი

პოლიტიკა
695
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს ისევ “ლიბერასტებს” უწოდებს. 

 

“გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდათ ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.

 

რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

 

28 ივნისს რიჟვაძემ განაცხადა – “არ მგონია, ხალხის ნება იყოს, ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები