
ავტორი
Front News საქართველო
ევროლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს “ვირტუს ბოლონია” და “ფენერბახჩე” დაუპირისპირდნენ, რომელშიც მასპინძლებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 92:88 დაამარცხეს.
“ვირტუს ბოლონიას” შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც 11 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მიითვალა აქტივში.
აღსანიშნავია, რომ შენგელიამ დღევანდელ თამაშში მე-1000 მოხსნა შეასრულა თავის ევროლიგურ კარიერაში და ის გახდა 27-ე მოთამაშე, რომელმაც ამ ციფრის დაფიქსირება შეძლო.
ამ გამარჯვებით “ვირტუს ბოლონიას” მოგება-წაგების ბალანსი 7:9-ზეა და ფლეი ოფის ზონას მცირედით ჩამორჩება. ხოლო ფენერბახჩე 15 მოგებითა და 11 წაგებით ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
თორნიკე შენგელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს