“თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთგულია”


ავტორი
Front News საქართველო
ვითარება კომპლექსური და რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სწორედ ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვუთხრა მათ, თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთგულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩემი თვალით მენახა ადგილზე არსებული ვითარება. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი, რათა შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ეცადოს სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე წაახალისოს ნდობის აღდგენის ზომები. ვიცით, რომ სიტუაცია კომპლექსური და რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას – თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთგულია“, – განაცხადა მიშელმა.
ამასთან, მიშელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის.
„მქონდა შესაძლებლობა, დღეს დილით შევხვედროდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. შუა დღის შემდეგ მექნება სხვა პოლიტიკური შეხვედრები სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის. ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმ რეფორმების განხორციელება, რაც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის – კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა. ასევე, მნიშვნელოვანია ამბიციური ეკონომიკური პროგრამების განვითარება. „კოვიდ-19“ დიდი გამოწვევაა საქართველოში, ევროპაში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა შევძლოთ აღდგენის სტრატეგიის შემუშავება, რაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის. დღეს ჩემი ვიზიტი არის შესაძლებლობა, რომ გამოვხატო სტაბილურობის და უსაფრთხოების ევროპული მხარდაჭერა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
თაგები:


“თქვენ მარტო არ ხართ” – ზელენსკი-ტრამპის კამათის ფონზე ევროპა უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

გია გაბრიჭიძე – თქვენ არაფერი არ იცით, არც 8 მარტი, არც დედის დღე და არც ახალი წელი, თქვენთვის მარტო მიშა და მისთვის ხელისუფლების დაბრუნებაა მთავარი აზრი, მაგრამ ეგეც არ იცით

ჰერჩინსკი – ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია, ის არის მოსკოვში