Logo

თსუ-ის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს

საზოგადოება
651
Frontnews image description

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. ამ პოსტზე განცხადება მხოლოდ მას ჰქონდა შეტანილი.

 

აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32-მა წევრმა. საარჩევნო კომისიის მდივნის ინფორმაციით, ორი ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილე 30-მა წევრმა ხმა მისცა ჯაბა სამუშიას.

 

სტუდენტების ნაწილი სამუშიას რექტორად არჩევას აპროტესტებდნენ, რასაც გუშინ თსუ-ში დაპირისპირება მოჰყვა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები