
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ახალგაზრდები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც კულტურის მინისტრთან თეა წულუკიანთან შეხვედრიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
სტუდენტებმა ღონისძიებაზე, სადაც მინისტრიც იმყოფებოდა, საერთო საცხოვრებელის მშენებლობა და ღირსეული პირობები მოითხოვეს. აქციის მონაწილე სტუდენტების განცხადებით, ხელისუფლებას გაწყვეტილი აქვს კავშირი ხალხთან და საერთოდ არ ადარდებს ადამიანების პრობლემები.
“მთავრობა საერთოდ დისტანცირებულია საზოგადოებისა და ახალგაზრდებისგან, საერთოდ ვერ ხვდება როგორ ცხოვრობს ხალხი, ყველამ იცის, რომ სიღარიბის ზრდა გვაქვს, ემიგრაცია, რამდენი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ. სტუდენტებიც მიდიან სამუშაოდ, ჩემი მეგობრების მაგალითზე ვამბობ, რამდენმა ადამიანმა აიღო აკადემიური, მხოლოდ იმის გამო, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ერთდროულად სწავლა და მუშაობა. საქართველოს მთავრობას საერთოდ არ ანაღვლებს ადამიანები, ფაქტია“, – განაცხადა აქციის მონაწილე სტუდენტმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს