
ავტორი
Front News საქართველო
აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას, – ამის შესახებ უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.
ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კეკელიძის ქუჩაზე ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მეორე დღეა, უნივერსიტეტში მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.
ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხასაია – “ილიაუნის”.
თაგები:
თსუ
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს