Logo

“თუ ამ ადამიანმა მოახერხა მხარეების პოზიციების დაახლოება, ალბათ, რომ წავა, ძეგლი უნდა დავუდგათ”

საზოგადოება
868
Frontnews image description

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონის როლი მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანია.

"ევროკავშირის წარმომადგენელი აქ იმდენი დროით დარჩება, რამდენი დროითაც ჩვენ დაგვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რომ შეიძლება გვაძლევდეს იმედს, რაღაც პერსპექტივაში შეთანხმების. ბატონი დანიელსონი გვისმენს და გვთავაზობს რაც მას ყველაზე რეალურად და გამოსვლადად ეჩვენება. მისი სიტყვებია ეს. მისი როლი მნიშვნელოვანია.

ერთადერთი რწმენა გვაქვს იმის, რომ ისინი გვიყურებენ როგორც პაპუასებს. აბა მაშინ რანაირად შეიძლება ასე ვერ ვახერხებდეთ ჩვენ ერთამენთთან  ურთიერთობას, ლაპარაკს, ვერ გამოგვქონდეს საკუთარი აზრი და გვჭირდებოდეს მუდმივად შუამავალი, რომელიც ერთმანეთს გადაგვითარგმნის ვის რა გვინდა და ქვა რომ არ ვისროლოთ, ამის ნაცვლად ვიღაც დაგველაპარაკება. მძიმე მდგომარეობაში ვართ ნამდვილად. თუ ამ ადამიანმა მოახერხა მხარეების პოზიციების დაახლოება, ალბათ, რომ წავა, ძეგლი უნდა დავუდგათ", – განაცხადა მეგრელიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში. 

კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დღეს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საქართველოში დარჩა და ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

თაგები:

Advertisement