“თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ბრაზი გაასმაგდება, ყველა შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გარდაუვალია”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში, ოპოზიციის გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილილებები შევა.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გარდაუვალია
"ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, მათ შორის უტიფარი და გამჭვირვალე ფორმით. მელია არსად არ გარბის, რა გირაოა საჭირო. ოღონდ წავიდეს მელია და სიამოვნებით გაუშვებენ. მთელი ეს საქმე შეკერილია, ყველამ იცის, თვითონაც. ამიტომ, თვითონ მოიქციეს ამ კუთხეში თავი, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ, ამ აბსურდული ბრალდებით, ეს პოლარიზაციას კი არ შეამცირებს, არამედ – ბრაზს გააასმაგებს. ყველა შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გარდაუვალია. თუ ნიკა მელიას დააკავებენ, გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს