“თუ ასეთი სტაბილური იქნება, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქების საკითხიც შეიძლება განვიხილოთ”


ავტორი
Front News საქართველო
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა, შემსუბუქდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს იმაზე, სრულად მოიხსნება ეს შეზღუდვა, თუ რამდენიმე საათით შემსუბუქდება.
"ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნება, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება განვიხილოთ. დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე – ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ეს შეზღუდვაც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს