“თუ ატყდებიან სამგლე გოჭებივით, ამას მოჰყვება სანქციები და შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში”


ავტორი
Front News საქართველო
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ამას ევროპისა და აშშ-ის მხრიდან საქნციები მოჰყვება.
ამის შესახებ ნათელაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც "ლეიბორისტების" ოფისში გაიმართა.
"მას შემდეგ რაც ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ამაყი განცხადება, რომ ახალი არჩევნები არის მათთვის წითელი თუ ლურჯი ხაზი, 15 წუთის შემდეგ ცხვირწინ დაუდეს დოკუმენტის პროექტი, 6-პუნქტიანი, რომლის მეხუთე პუნქტი პირდაპირ საუბრობს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ, მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, ევროპა-ამერიკიდან, რომ შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს