Logo

“თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას”

Frontnews image description

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ამნისტია ყველას უნდა შეეხოს. 

"ამნისტია შეეხება ყველას. ამაზე შეთანხმებაშიც მოხდა ჩაწერა, თუმცა როგორც ვისმენ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან განცხადებებს, ისინი არ გამოიყენებენ ამნისტიას. ალბათ იმის შესაძლებლობაც უნდა მივცეთ პოლიტიკოსებს, რომ გამოიყენონ თუ არა", – აცხადებს კალაძე.

კითხვაზე, უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ნიკა მელიასთან ერთად 20 ივნისის "შემოქმედები"-კალაძე პასუხობს: "ჩემი პოზიცია არის, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამნისტია უნდა შეეხოს ყველას".

თაგები:

Advertisement