“თუ ღარიბაშვილს უნდა ასეთი ლაპარაკით გააგრძელოს საქმე, მისი პრესტიჟის საკითხია, ბრიუსელში ხელცარიელი ჩავა თუ მივა რაღაცით”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.
"იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა. თუ ღარიბაშვილს უნდა ასეთი ლაპარაკით გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ბრიუსელში სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, იქ ხელცარიელი ჩავა თუ მივა რაღაცით. ფაქტია, რომ თუ 2 კვირის თავზე რაიმე პროგრესი არ იქნება ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება", – განაცხადა უგულავამ.
ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბება. პოლიტიკური პარტიების ლიდერების განხილვის მთავარი თემა სავარაუდოდ, გუშინ გამართული მოლაპარაკება და ის ორკვირიანი ვადაა, რომელიც მხარეებს შეთანხმებისთვის აქვთ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით გამართული შეხვედრის შემდეგ, ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პირველი შეხვედრაა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს