
ავტორი
Front News საქართველო
"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუკი მათ ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას მისცემდნენ, შექმნიდნენ კიდეც.
"რომ გითხრათ, დიდი ვნება გვაქვს ფრაქციის შექმნის ამ წუთას-მეთქი, მთლად ასეც არ არის, მაგრამ თუ მოგვცემდნენ საშუალებას, რატომაც არა. სამი რომ ყოფილიყო სიამოვნებით შევქმნიდით. მეოთხე სად ვიპოვოთ? თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, სამი ყოფილიყო. ე.ი არ მოურგიათ ჩემთვის. ცოტა ნაწყენი ვარ. თუ პატივისცემა იყო, ბარემ სამი ექნათ. სხვასთან არა, სხვა შეიძლება იხილოთ ჩვენთან. ვინ, ჯერ არ ვიცით, ვეძებთ შესაბამის კანდიდატებს"-აცხადებს ხვიჩია.
პარლამენტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას დაჩქარებული წესით იწყებს. საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა. ახალი რედაქცია ერთი პარტიიდან შესულ 4 დეპუტატს შესაძლებლობას აძლევს შექმნან საპარლამენტო ჯგუფი, თუმცა ეს არ იქნება ფრაქცია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს