
ავტორი
Front News საქართველო
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში თუკი რაიმე იქნება გამოსასწორებელი, შესაბამისი სახელმწიფო უწყება ითანამშრომლებს ეკლესიასთან და მოაგვარებს პრობლემას.
"სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ეპარქია, შედიან უპრობლემოდ. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ, ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რამეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით.
ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ. სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება", – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს