“თუ საჭიროება მოითხოვს, რომ ჩვენი მოქალაქეების მოტივაცია გაიზარდოს, ვაქცინას გავიკეთებ დროზე ადრე”

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ საჭიროება მოითხოვს, რომ მოქალაქეების მოტივაცია გაიზარდოს, ვაქცინას დროზე ადრე გაიკეთებს.
"მე როდესაც ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით მეკუთვნის მაშინ გავიკეთებ ვაქცინას. თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, რომ ჩვენი მოქალაქეების მოტივაცია გაიზარდოს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და უნდა გავიკეთოთ, რა თქმა უნდა, გავიკეთებ დროზე ადრე“, – განაცხადა ტიკარაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, საქართველოში შემოსული AstraZeneca-ს ვაქცინის ხარისხი არანაირ კითხვას არ იწვევს და სამხრეთ კორეაში წარმოებული პრეპარატი საფრთხეს არ წარმოადგენს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან იწყება. AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი. ვაქცინაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავს.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


