
ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" მრჩეველი გიორგი მშვენიერაძე მედიასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად აღტკინებული და გაბრაზებულია ხოლმე, ამაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ის მედიები, რომლებიც კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან და რომლებიც მიზანმიმართულად აწარმოებენ დისკრედიტაციას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების. ხელისუფლების კრიტიკაზე უარის თქმა არანაირად არ დაამშვიდებს საზოგადოებას, პირიქით თუკი საზოგადოების სათქმელი არ ისმის მედიაში, იწვევს დაგროვებას აგრესიის და ამან შესაძლოა, გაცილებით უარესი შედეგები მოუტანოს სახელმწიფოს", – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია მედიამ საზოგადოებას "დამშვიდების საშუალება მისცეს". მან მედიისთვის თვითრეგულაციების აუცილებლობაზე ისაუბრა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს