“თუ თბილისის მერობის ოპოზიციურ კანდიდატზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ნიკა მელია არის ფავორიტი”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ფავორიტია და სავარაუდოდ, თბილისის მერობის კანდიდატი ის იქნება.
"მიგვაჩნია, რომ კოორდინაცია იქნება აუცილებელი და საერთოდ, რაც უფრო მეტია ერთიანობა, შანსებიც იზრდება იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს. თუ ვინმე ოპოზიციურ კანდიდატზეა ლაპარაკი დღეს თბილისის მერობის, რა თქმა უნდა, ნიკა მელია არის ფავორიტი ამ შემთხვევაში, იმ შედეგებით რაც მან მიიღო თუნდაც იმ მანიპულირებულ არჩევნებში თბილისში და იმ მთელი ისტორიით და ამ პოლიტიკური ბრძოლით, რომლითაც ის გამოჩნდა როგორც ლიდერი", – განაცხადა გიგი წერეთელმა.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გარშემო გაერთიანება "მარცხის ფორმულაა".
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს