თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას არ დაბლოკავს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა.
დღეს თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მონაწილეობით შეხვედრა გამართეს.
“ამ შეხვედრის შედეგად, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ამ კვირაში მადრიდის სამიტზე ფინეთისა და შვედეთის მოწვევას, გახდნენ ნატოს წევრები“, – განაცხადა ნიინისტემ.
მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს ორ დღეში განიხილება.
მან ასევე აღნიშნა, რომ მემორანდუმის თანახმად, ფინეთი, შვედეთი და თურქეთი იღებენ ვალდებულებას, გაუწიონ სრული მხარდაჭერა ერთმანეთის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში.
თურქეთმა ადრე განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერდა. ანკარა სტოკჰოლმს და ჰელსინკს “ტერორისტების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს