
ავტორი
Front News საქართველო
თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლეებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას.
საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ლეიკემიით გარდაცვლილი 16 წლის მარიამ გოგიაშვილის ცხედარი 44 000-დოლარიანი დავალიანების გამო თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის მორგში 5 დღე იყო დასვენებული.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს