
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ მადლობა გადაუხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს თურქი კოლეგა ოფიციალურ წერილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სამადლობელ წერილში აღნიშნავს, რომ ქართველი მაშველების თავდაუზოგავი შრომის შედეგად გადარჩენილია არაერთი მოქალაქის სიცოცხლე.
“უდიდეს მადლობას გიხდით მიწისძვრებით გამოწვეული ნგრევისა და ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენი ტკივილის გაზიარების, დაზარალებული რეგიონების მონახულებისა და სოლიდარობისთვის.
ჩვენი ხალხი არასდროს დაივიწყებს მთელი ერისთვის ამ ტრაგიკულ პერიოდში საქართველოს მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს, ჩვენი ტკივილის გაზიარებას და ჩვენთვის აღმოჩენილ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ მადლობა გადავუხადო თქვენს აღმატებულებას, საქართველოს მთავრობასა და თავდადებულ ქართველ მაშველებს, თქვენი სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს სამძებრო სამუშაოების დროს და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს