თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი – თავდამსხმელი სავარაუდოდ, ქალია, თურქეთი იპოვის ყველა დამნაშავეს


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის განცხადებით, სტამბოლის ცენტრში აფეთქება სავარაუდოდ, ქალმა განახორციელა.
მისივე თქმით, თურქეთი იპოვის დამნაშავეს, სადაც არ უნდა იყოს და ის, ვინც თავდასხმის ორგანიზების უკან დგას, პასუხს აგებს.
“ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტერორისტული აქტი მოხდა თავდამსხმელის მიერ აფეთქების შედეგად, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ქალია. 6 ადამიანი დავკარგეთ, მათგან 4 შემთხვევის ადგილზე. დაშავებულია 81, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ოქტაიმ.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა. აქამდე 53 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს