თურქეთმა უკრაინული მარცვლეულის პირველი გემების ჩასვლის სავარაუდო თარიღი დაასახელა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემები სტამბოლში სავარაუდოდ, 3 აგვისტოს ჩავა.
მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილებას დრონები და თანამგზავრები ადევნებენ თვალყურს.
შემდეგ უკრაინული მარცვლეული გაიგზავნება აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ სომალიში. გაერო-ს მიაჩნია, რომ მარცვლეული დანიშნულების ადგილზე დაახლოებით თვენახევარში იქნება.
კონტროლს ე.წ. მარცვლეულის დერეფანზე ცენტრი ახორციელებს, რომელიც სტამბულში შეიქმნა. გარდა ამისა, თურქეთმა განაცხადა, რომ გემები, რომლებიც გამორთავდნენ სიგნალებს და არ მიაწვდიან გამჭვირვალე ინფორმაციას ნავსადგურებში შესვლის შესახებ, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვებენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს