თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 863-მდე გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
ოფიციალური მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 19 863-ია.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 16 546-მდე გაიზარდა, დაშავებულია 66 132. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
სირიის თეთრი ჩაფხუტების სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის ცნობით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა მინიმუმ 3 317-მდე გაიზარდა, მათ შორის 1 970 ჩრდილო-დასავლეთით მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, კიდევ 1 347 ადამიანი დაიღუპა სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილებში.
დაშავებულთა საერთო რაოდენობა სირიაში ყველა დაზარალებულ ტერიტორიაზე 5 245-მდე გაიზარდა (2 295 მთავრობის მიერ კონტროლირებად და 2 950 მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში).
თურქეთის მთავრობის, თეთრი ჩაფხუტების ჯგუფის და სირიის სახელმწიფო მედიის მონაცემებით, სირიასა და თურქეთში სულ მცირე 71 377 ადამიანი დაშავდა.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაშია 6 თებერვალს მოხდა. თურქეთში სტიქიას საქართველოს სამი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა,
თაგები:
თურქეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს