თურქეთში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, – ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა.
“ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტერორისტული აქტი მოხდა თავდამსხმელის მიერ აფეთქების შედეგად, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ქალია. 6 ადამიანი დავკარგეთ, მათგან 4 შემთხვევის ადგილზე. დაშავებულია 81, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ოქტაიმ.
მისი თქმით, თურქეთი იპოვის დამნაშავეს სადაც არ უნდა იყოს და ის, ვინც თავდასხმის ორგანიზების უკან დგას, პასუხს აგებს.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა. აქამდე 53 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს