თურქეთში დღეს კვლავ ძლიერი მიწისძვრები დაფიქსირდა


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის პროვინცია ჰათაიში, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს, დღეს კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის ოფისის ინფორმაციით, სირიის საზღვართან ჯერ 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, სამი წუთის შემდეგ კი კიდევ 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი 16 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა მთელ პროვინციაში და სხვა მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ ლიბანში, სირიაში, კვიპროსსა და ისრაელში.
თურქული მედია უკვე წერს, რომ მიწისძვრებს ნგრევა მოჰყვა, თუმცა ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი 6 000-მდე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს