Logo

თურქეთში დღეს მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

მსოფლიო
816
Frontnews image description

თურქეთის პროვინცია მალათიაში დღეს 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგების გამო არის ნგრევა და მსხვერპლი.

 

მიწისძვრის შედეგად 25 სახლი ჩამოინგრა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 69 ადამიანი. 

 

რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი, ჯერ უცნობია.

 

სტიქიის ზონაში მაშველები მუშაობენ.

 

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 44 000-ს გადააჭარბა.

Advertisement