თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეს უკვე საქართველოს მეხუთე მოქალაქეა, რომელიც თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლა. აქამდე ცნობილი იყო საქართველოს 4 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ადასტურებს.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25 000-ს აღემატება.
თაგები:
თურქეთი