თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 213-მდე გაიზარდა
მსოფლიო
10.02.2023 / 23:54


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 80 000-ზე მეტი, – ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
“ამ დროის მონაცემებით, ჩვენი დაღუპული მოქალაქეების რაოდენობა 20 213 ადამიანამდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა – 80 052 ადამიანამდე“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ყველა დაზარალებულის იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში არიან.
6 თებერვალს გამთენიისას, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სირიაში დაღუპულია 3 500-ზე მეტი ადამიანი.
თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 4 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თაგები:
თურქეთი