თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6234-მდე გაიზარდა

ავტორი
Front News საქართველო
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა, 37000-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განაცხადეს.
“ამ დროისთვის დაღუპულია 6234 ადამიანი, დაშავებულია 37011 მოქალაქე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1939 წლის შემდეგ.
დაზარალებულ ათ პროვინციაში ათასობით სახლი დაინგრა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
გარდა ამისა, მიწისძვრა დაფიქსირდა სირიის პროვინციებში: ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი. 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით ორი ათასი დაშავდა.
თაგები:
თურქეთი




