თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31 000-ს გადააჭარბა, სირიაში – 4 500-ს


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთში მიწისძვრების სერიის შედეგად 31 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაზარალებული რეგიონებიდან 158 ათასზე მეტი მოქალაქე იქნა ევაკუირებული.
ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში 31 643 ადამიანია დაღუპული, სირიაში – 4 574. თურქეთში დაღუპულთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა.
თურქეთში 12000-ზე მეტი ტექნიკა და 35495 მაშველი მუშაობს, მათ შორის 9793 უცხოელი მაშველი, რომელთა შორის 100 ქართველია.
6 თებერვლიდან თურქეთში დაფიქსირდა 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა, ასევე 2 724 შემდგომი ბიძგები.
თაგები:
თურქეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს