თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნგრევის დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, 15-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა სამის გადარჩენა მოახერხეს.
დაშავებულები საავადმყოფოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ მოინახულა.
მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებიდან ორი ადამიანი შენობის პირველ სართულზე არსებული მაღაზიების მესაკუთრეა, დანარჩენები კი მაღაზიების ოპერატორები.
თაგები:
თურქეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს