Logo

თურქეთში სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

მსოფლიო
619
Frontnews image description

თურქეთში გამართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება.

 

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ბიულეტენების თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ  სახელმწიფოს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, თუმცა შედეგი არ აღწევს 50%-ს, რაც უზრუნველყოფს მის გამარჯვებას პირველ ტურში. შესაბამისად, თურქეთში სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

15 მაისის დილის მდგომარეობით ბიულეტენების 98,80%-ის დათვლის წინასწარი შედეგებით მონაცემები ასეთია:

 

ერდოღანმა 49,35% მოიპოვა (26,662,844 ხმა).

 

მის მთავარ კონკურენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს – 45,00% აქვს (24 313 829 ხმა).

 

თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურის საჭიროება არ იქნება, თუ რომელიმე კანდიდატი მიიღებს 50% + 1 ხმას, თუმცა ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. 

 

თურქული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

 

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, მმართველი პარტიის საარჩევნო “რესპუბლიკის ალიანსს“ ხმების 49.31% აქვს, ოპოზიციურ “ეროვნულ ალიანსს“ კი, 35.19%. 

Advertisement